ტოკიოში კორონავირუსის 224 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 224 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის გავრცელების დროიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამ დრომდე ტოკიოში ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს გამოვლინდა, მაშინ 206 ინფიცირებული იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 20 174 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 980 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები