მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12 041 795 შეადგენს. ერთ დღეში 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შესაბამის მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.
პანდემია მსოფლიოს 188 ქვეყანას მოიცავს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, პანდემიას სულ 548 914 ადამიანი ემსხვერპლა, 6 586 726 განიკურნა.
კოვიდ19-სგან ყველაზე დაზარალებული ქვეყანა აშშ-ია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 3 055 004 შეადგენს. მეორე ადგილზე 1 713 160 ინფიცირებულით ბრაზილიაა, მესამე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც ვირუსი 767 296 ადამიანს აქვს დადასტურებული, ხოლო მეოთხეზე რუსეთი – 699 749 დაავადებულით.
ინფიცირებულთა სტატისტიკის ათეულში ასევე შედიან პერუ (312 911); ჩილე (303 083); ბრიტანეთი (288 511); მექსიკა(288 511); ესპანეთი (288 511); და ირანი (248 379);
ასევე, ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ია დაფიქსირებული, სადაც ვირუსს 132 309 ადამიანი ემსხვერპლა.