ევროკომისიამ მხარი დაუჭირა გერმანიის გეგმას ბიზნესის დასახმარებლად 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის თაობაზე
ევროპის კომისიამ მხარი დაუჭირა გერმანიის გეგმებს, ბიზნესის მხარდასაჭერად 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალდა.
დახმარება გაეწევა გერმანულ კომპანიებს, რომლებიც ფინანსური სიძნელეების წინაშე დადგნენ არა 2020 წლის იანვრიდან. კომპანიები შეძლებენ სახელმწიფოს მხრიდან გარანტიის მიღებას სესხის და რეკაპიტალიზაციის სახით. 500 მილიარდის გარდა, ფონდს შეუძლია მოიზიდოს დამატებით 100 მილიარდი ევრო რეფინანსირებისთვის.
„ამ მძიმე დროს განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სათანადო გადაწყვეტილების მოსაძებნად კომპანიებისთვის, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად დაზარალდნენ“ , – განაცხადა ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგარეთ ვესტაგერმა.
მისივე თქმით, ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში უნდა განხორციელდეს ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში.