კოლუმბიაში ბენზინმზიდის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში ბენზინმზიდის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან სამი საავადმყოფოში გარდაიცვალა, დანარჩენები კი ადგილზე დაიღუპნენ.
El Tiempo-ს ინფორმაციით, პუებლოვეხოს მუნიციპალიტეტში ბენზინმზიდი გადაბრუნდა. ადგილობრივები მანქანას საწვავის შეგროვების მიზნით მიუახლოვდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
მომხდარის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა.