“Air France” 7500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს
ავიაკომპანია “Air France”-მა სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ გამოაცხადა.
ავიაკომპანია 7 500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ავიაინდუსტრია დაზარალდა.
კომპანიის განმარტებით, 6500 სამუშაო ადგილი გაუქმდება თავად “Air France”-ში, 2022 წლისთვის კი შვილობილ კომპანიაში – 1000. გადაწყვეტილების მიზეზად კომპანია პანდემიის გამო ტრაფიკის შემცირებას ასახელებს, რის შედეგადაც “Air France”-მა დღეში €15 მილიონი დაკარგა.