თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ინფიცირებული
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 203 450 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 178 278 განიკურნა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, პანდემიის პერიოდში თურქეთში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 186 შეადგინა. ამჟამად ქვეყანაში 19 992 აქტიური შემთხვევაა.