თურქეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 97 დაშავდა
თურქეთში, საქარიას პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში დღეს მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 97 დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
ყველა დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
აფეთქების მომენტში 200-მდე პირი იმყოფებოდა.
გაზეთ Hurriyet-ის ინფორმაციით, აფეთქების მომენტში ქარხანაში 110 ტონა ფოიერვერკი იყო, მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.