ისრაელში ვირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე შეზღუდვებს დაუბრუნდნენ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე, ქვეყანა შეზღუდვების პოლიტიკას უბრუნდება.

მისი თქმით, კვირის დასაწყისში ქვეყანაში ერთ დღეში 450 ახალი შემთხვევა ვლინდებოდა, თუმცა ეს ციფრი თითქმის ათასამდე გაიზარდა.

“კვირა დღიდან დღემდე დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდა. ასევე, მზარდია მძიმე პაციენტების რიცხვი. იძულებულები ვართ, შეზღუდვების პოლიტიკას დავუბრუნდეთ, რომ ეს ზრდა შევაჩეროთ”, – თქვა ნეთანიაჰუმ.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, გამოსვლის დროს ისრაელის პრემიერმა ისიც თქვა, რომ ახალ აფეთქებასთან ბრძოლა ხანმოკლე არ იქნება. ამასთან, მან მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მთავრობას არ სურს მკაცრ კარანტინზე დაბრუნება.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იოელ ედელშტაინმა მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა ნიღბის ტარებისკენ, ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ. მისი თქმით, აღნიშნული ზომების დაცვა მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკა არ გააჩეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები