გერმანიაში თამბაქოს რეკლამა შეიზღუდა
ბუნდესტაგმა კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ქვეყანაში თამბაქოს რეკლამას ზღუდავს.
დოკუმენტი ასეთი რეკლამის განთავსებას პლაკატებზე კრძალავს, თუმცა მისი გამოკვრა თამბაქოს სპეციალურ მაღაზიებზე იქნება ნებადართული.
ასევე, 2022 წლიდან გერმანიაში თამბაქოს რეკლამა სრულად აიკრძალება, ხოლო 2024 წლიდან – ელექტრონული სიგარეტების რეკლამა.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, 18 წლამდე მოზარდებისთვის დასაშვებ კინოსეანსებზე თამბაქოს რეკლამის ჩვენება აკრძალულია.
DW წერს, რომ თამბაქოს კომპანიები წელიწადში, დაახლოებით, 100 მილიონ ევროს ხარჯავენ გარე რეკლამისთვის და კინოში რგოლების სახით. ამ თანხის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში შედის, მაგალითად, ავტობუსებსა და გაჩერებებზე გამოკრული რეკლამის შემთხვევაში.