მონტენეგროში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დასაშვები გახდა
მონტენეგროს პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას კანონიერად ცნობს.
RTCG-ის ინფორმაციით, შესაბამის კანონპროექტს მხარი 42-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო.
კანონი ერთნაირსქესიანთა წყვილებს აძლევს უფლებას, ისარგებლონ ისეთივე უფლებებით, რომლითაც ჰეტეროსექსუალური წყვილები სარგებლობენ, თუმცა – შვილების გარეშე.
დოკუმენტი ასევე პარტნიორების ქონებრივ ურთიერთობას, საგადასახადო სტატუსსა და მემკვიდრეობის საკითხებს არეგულირებს.