აზერბაიჯანში კორონავირუსით 18 ჟურნალისტი დაინფიცირდა, ერთი გარდაიცვალა
აზერბაიჯანის ბეჭდვითი საბჭოს თავმჯდომარის, მუშფიგ ალესკერლის განცხადებით, კორონავირუსი მედიის 18 წარმომადგენელს დაუდგინდა, ერთი გარდაიცვალა.
მისი თქმით, 16 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში ვირუსს 67 ჟურნალისტი ემსხვერპლა, ინფიცირებული 300 პირი იყო.
“თუმცა ერთ თვეში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ნეგატიური მაჩვენებლები ორჯერ გაიზარდა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემით, ივნისის ბოლოს მსოფლიოში ვირუსს უკვე 137 ჟურნალისტი ემსხვერპლა, 1200-მდე იყო ინფიცირებული”, – აღნიშნა ალესკერლიმ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს – მისივე თქმით, ქვეყანაში პირველი ოთხი თვის განმავლობაში არცერთი ინფიცირებული იყო, მაგრამ დღეს უკვე სხვა სურათია. ივნისის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციით, 18 ჟურნალისტია ინფიცირებული, ერთი – გარდაცვლილი.