სომხეთში კორონავირუსის 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 711-ით გაიზარდა და უკვე 21 717 შეადგენს.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემით, ვირუსს ბოლო ერთ დღეში 14 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 386 ლეტალური შემთხვევაა.

გარდა ამისა, დაავადების დამარცხება 10 797-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები