გერმანელი ვირუსოლოგი – “ორ თვეში სერიოზული პრობლემა გვექნება”

გერმანელი ვირუსოლოგი, კრისტიან დროსტენი ქვეყნის რიგ დასახლებულ პუნქტში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ვითარებას “სახიფათოს” უწოდებს.

მისი თქმით, ამჟამად არსებობს მკაფიო სიგნალი იმისა, რომ SARS-CoV-2 ისევ ბრუნდება.

“პროგნოზების მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ, რომ ერთ თვეში ისეთივე მშვიდი ვითარება გვექნება, როგორც – ახლა. ვფიქრობ, ორ თვეში პრობლემა გვექნება, თუ ისევ არ ავტეხთ განგაშს”, – მიიჩნევს ექიმი.

გერმანიის ორ ოლქში – გიუტერლოსა და ვარენდორფში 23 ივნისს საკარანტინე ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც ხორცკომბინატის 1,5 ათასი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 30 ივნისამდე სოციალური კონტაქტების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, დაიხურა კინოთეატრები, მუზეუმები, გამოფენები, სპორტდარბაზები და სხვა ადგილები.

ამასთან, ვირუსის ლოკალური აფეთქება დაფიქსირებულია სხვა ქალაქებში, მათ შორის – ბერლინში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები