გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 191 449 ინფიცირებულია. 22 ივნისს ახალი შემთხვევების რიცხვი 503 შეადგენდა.

ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემიდან ირკვევა.

​გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 19 პაციენტი ემსხვერპლა, სულ ქვეყანაში 8 914 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება 176,3-მა  პირმა შეძლო.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბავარიაში (47 995), ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიასა  (41 678) და ბადენ-ვიურთემბერგში ​(35 409), ბერლინში 7 975 შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები