უკრაინაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ფედოროვმა განაცხადა, ივანო-ფრანკოვის ვერხოვინის რაიონში გარესამყაროს მოწყვეტილია 19 სოფელი, ევაკუირებულია 389 ადამიანი, მათგან 76 ბავშვია.

რამდენიმე რაიონში ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია გზები და დამბები.

შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.

ადგილზე 1412 მაშველი და ტექნიკის 333 ერთეულია მობილიებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები