ტრამპი: ბოლტონი მემუარებისთვის ციხეში უნდა ჩაჯდეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი გამოქვეყნებული მემუარებისთვის ციხეში უნდა ჩაჯდეს.
ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა ბოლტონს “სულელი” და “უგულო ბიჭი” უწოდა. მისი თქმით, ბოლტონთან მისი ურთიერთობა შეზღუდულია.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ბოლტონის წიგნი, სადაც ტრამპის უამრავ შეცდომაზეა საუბარი, საიდუმლო სამთავრობო ინფორმაციას შეიცავს.
“სამსახურიდან გავუშვი. არ მიფიქრია, რომ ეს დიდი ამბავი იყო, მაგრამ რაც მან გააკეთა, არის, რომ აიღო საიდუმლო ინფორმაცია და ჩემი პრეზიდენტობის დროს გამოაქვეყნა. ვფიქრობ, ის დამნაშავეა და ის ამისთვის ციხეში უნდა მოხვდეს”, – თქვა ტრამპმა.
ჯონ ბოლტონის წიგნი – “ოთახი, სადაც ყველაფერი მოხდა: მემუარები თეთრ სახლზე” დღეიდან გაიყიდება.