ეგვიპტე ტურისტების მიზიდვის მიზნით სავიზო გადასახადს აუქმებს

ეგვიპტე ოქტომბრის ბოლომდე სავიზო გადასახადს აუქმებს, რაც ტურისტს 25 დოლარს დაუზოგავს, – იტყობინება The Sun-ი.

აღინიშნება, რომ 1-ელი ივლისიდან ქვეყანა ტურისტების მისაღებად იქნება მზად მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ზრდა არ შეჩერებულა.

ეგვიპტეში 260-მა სასტუმრომ ჰიგიენური უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო, თუმცა ობიექტები მხოლოდ 50%-ის დატვირთვით იმუშავებენ. ყველა სასტუმროში იქნება ექიმი.

ასევე, კურორტზე ქორწილის ან წვეულების გამართვა აკრძალულია, საზოგადოებრივ ადგილებში კი სოციალური დისტანცირების დაცვა იქნება სავალდებულო.

23 ივნისის მდგომარეობით, ეგვიპტეში კორონავირუსის 56 809 შემთხვევაა, გუშინ 1475 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი; ასევე, ქვეყანაში ვირუსს 2 278 ადამიანი ემსხვერპლა, 15 133 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები