ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსი გამოუვლინდა

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს, ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და მას დაავადების არავითარი სიმპტომი არ აქვს.

აღინიშნება, რომ ვირუსზე ტესტი თავად ვლადიმირ ზელენსკიმ და მათმა შვილებმაც გაიკეთეს, თუმცა პასუხები უარყოფითია.

პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელენა ზელენსკაია სამუშაო შეხვედრებისა და სალხში კარანტინის წესებსა და ჯანდაცვის რეკომენდაციებს იცავდა, უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით კი ტესტირებას მუდმივად გადიოდა.

თუმცა უკანასკნელმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ჯერჯერობით, უცნობია, სად შეიძლება, მომხდარიყო ზელენსკაის დაინფიცირება, დაწყებულია ეპიდემიოლოგიური გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები