ათენში, აშშ-ის საელჩოსთან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ათენში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროს შეკრებილები აშშ-ის საელჩოს მისამართით ცეცხლმოკიდებულ ნივთებს ისროდნენ.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საელჩოსთან პოლიციის გაძლიერებული დაცვაა.
როგორც გამოცემას პოლიციაში წყარომ განუცხადა, აქციაში 3 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.