საქსტატი: საშუალო ხელფასი 75 ლარით გაიზარდა და 1 227 ლარს გაუტოლდა

2020 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 227.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 75.2 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა – 957.5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 23.3 ლარით).
რაც შეეხება საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიურ ხელფასს, მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში 1 293.7 ლარითაა განსაზღვრული, საშუალო ბიზნესის– 1 404.9, ხოლო მცირე ბიზნესის- 1 035.2 ლარით.
საქსტატის მონაცემებით, დაქირავებულთ რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 3.4 %-ით გაიზარდა და 640.5 ათასი კაცი შეადგინა.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი საშუალოზე, ხოლო დარჩენილი – 39.4 პროცენტი მცირე ბიზნესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები