„დიდი გამოწვევებია დღეს, მაგრამ არ არის სავალალო მდგომარეობა და შეგვიძლია თავი გავართვათ“ – ირაკლი ჭიღლაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.
საუბარი შეეხო ტურიზმის გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხება. შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს “კა ჯგუფის” დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე.
„ჩვენ ძალიან კარგი სეზონი გვქონდა სამთო კურორტებზე, რეგიონებში. ეს საომარი სიტუაცია დიდი პრობლემა და გამოწვევაა ბიზნესისთვის, თუმცა ყველა რეგიონს თანაბრად არ შეეხო. შეეხო თბილისს, გუდაურს და ბაკურიანს, რაც შეეხება ახალციხეს, წყალტუბოს, გორს, ყაზბეგს, ჯერჯერობით, გავლენა არ მოუხდენია. ჩვენ სტაბილურად ვმუშაობთ. იმედი გვაქვს ფრენების სიხშირეები დაგვემატება იმ ბაზრებიდან სადაც ვმუშაობთ, ასევე მეზობელ ქვეყნებთან თურქეთთან, აზერბაიჯანთთან, სომხეთთან გვექნება აქტვიობები, რომ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი და გადავეწყოთ მოკლე ვადაში. დიდი გამოწვევებია დღეს, მაგრამ არ არის სავალალო მდგომარეობა და შეგვიძლია თავი გავართვათ, იმედია მალე დასრულდება ეს ომი და აღდგება ფრენები იმ მიმართულებებიდან, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,-აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.