აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

“საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი – 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ.” -ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

11 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადასახადო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ასევე ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ აღდგომის წინა დღეს გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10, 11, 12 და 13 აპრილი დასვენების დღეებად არის გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები