მთავრობის 434-მილიონიანი ანტიკრიზისული პაკეტი სამშენებლო სექტორს – ვინ და რა პირობებით მიიღებს ამ ფულს

მთავრობამ დღეს სამშენებლო სექტორის ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარს შეადგენს. როგორც პრემიერმინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განმარტა, ეს თანხა 4 მიმართულებით დაიხარჯება და მან სექტორში დასაქმებული ადამიანიებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დარგის განვითარება უნდა უზრუნველყოს.

437 მილიონიდან 70 მილიონი იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მიიმართება. ამ პროგრამის პირობებისა და კრიტერიუმების თანახმად, ბინის შეძენის მსურველმა სესხი 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე უნდა აიღოს. სახელმწიფოს თანადაფინანსება 4% იქნება და 5 წელს გაგრძელდება. სესხის რაოდენობა 200 ათასს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, დაგეგმილია დევნილებისთვის 150 მლნ-ის ღირებულებით უძრავი ქონების აშენება და მათთვის გადაცემა.
200 მილიონი გამოიყოფა საგარანტიო ფონდის შესყიდვებისათვის. შესყიდულ უძრავ ქონებას სახელმწიფო ასევე დევნილებს გადასცემს. ფონდის ბიუჯეტად 200 მილიონი განისაზღვრა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვებს აუქციონის ფორმით განახორციელებს. კერძოდ, სახელმწიფო გასცემს შესყიდვის გარანტიას პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30% -ზე.

დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ.მის ის ფასსზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 700 ლარს;
შესყიდვის გარანტია მოქმედია გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში.

ჯამური თანხიდან ( 434 მილიონი) 14 მლნ ლარი არის სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები