ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულ მე-12 საუკუნის სახარებას რესტავრაცია ჩაუტარდება

ზემო სვანეთის ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული მე-12 საუკუნის სახარებას ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება.

8 საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს. სარესტავრაციო სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივებისგან სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო ჯგუფი კი სახარების აღდგენის პროცესს ეტაპობრივად დააკვირდება.

სვანეთიდან თბილისში ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახარების გადმოტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აცილებდა. წელიწადნახევარში წმინდა საგანძური, კვლავ ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ სათავში მოთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები