“ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას გაააქტიურებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

“აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა ირანზე ცხადად არღვევს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება ირანელი ხალხის მშვიდობას; ამავდროულად, მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის ქვეყნებზე”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თავშეკავებისა და დიპლომატიის გარეშე რეგიონს „ცეცხლის ალში გახვევის“ საფრთხე ემუქრება.

“ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას გაააქტიურებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად”, – დასძინა ერდოღანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები