ადვოკატი: ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმემ ჩემი ერთ-ერთი საქმე გამახსენა

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ერთ-ერთ საქმეს იხსენებს, რომელიც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ჰგავს.

„ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმემ გამახსენა ჩემი ერთ-ერთი საქმე, სადაც ყოფილმა ცოლმა ჩემ დასაცავ პირს დააბრალა, თითქოს, ქუჩაში ორივე ხელით შემოატრიალა და სცემა.
ბრალდებული გ. დ-შვილი, რომელსაც  ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა, მაშინვე დააკავეს.
1 თვეში მოპოვებული ვიდეოკამერის ჩანაწერით კი დადასტურდა, რომ მას საერთოდ არ დაურტყამს ხელი დაზარალებულისთვის.
ბრალდებული, დაცვის მხარის მოთხოვნის თანახმად, გათავისუფლდა.
თუმცა საქმის განხილვა არ დასრულებულა და ველოდებით მის სრულ გამართლებას.
ამ ყველაფრის მიზეზიც დადგინდა – ცოტა ხნის წინ ერთმანეთში ჰქონდათ დავა ბინასთან დაკავშირებით. ბინა სასამართლომ მიაკუთვნა ბრალდებულს.
პატიმრობაში ყოფნის დროს ბრალდებულს ისე გაურთულდა ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღესაც ვერ გადაადგილდება ხელჯოხის გარეშე.
გთხოვთ, ნუ განსჯით ადამიანებს მანამ, სანამ მათ დამნაშავეობას სასამართლო არ გადაწყვეტს“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები