საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტს სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავს

საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი – 37.8 %, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, ფულადი ხარჯების ყველაზე მცირე წილი, 2.8% კი განათლებაზე მოდის.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობა თვეში საშუალოდ 1 220.1 მილიონ ლარს ხარჯავდა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 146.1 ლარს, ხოლო ერთ სულზე 327.7 ლარს უტოლდება.

ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებში და 764.4 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 455.7 მილიონი ლარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები