„ქმარს პირადი საიდუმლოს შენახვისთვის თვეში 100 000 ლარს სძალავდა“ – თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება

საოპერო მომღერალი, თამარ ივერი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მას მხარდაჭერას უცხადებს.

„ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ… თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!!
მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი. ქმარს თვეში 100.000ლარს (!) დიახ, არც მეტი, არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი! ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!)
ახლა, თურმე, ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია (!), თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში (!), მორიგჯერ კარიერის დანგრევითა და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ… ჩემ წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა კი არა…. კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი “პროვოკატორშა” წარმოისახა!!! და მას ეს “ძალადობა” იგრძნობა რომ… ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა. მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობასა და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრითა და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას, არამცთუ ადამიანს!! და, უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი მიიჩნევა ძალადობად? სხვათა შორის, თუ ასეა, მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი, დიდი ალბათობით, შეიძლება, ფსიქიკურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს მაშინ, როცა “ფინგალი” ერთ კვირაში გაივლის. თუმცა დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში. გამწარებული მამისგან კი შეიძლება, იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ, ხვალინდელი, ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრაკერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა! როგორც მოსკოვი, ისე Тбилиси Слезам(Крокодила) не верит»!!
ასე რომ, ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს!!
მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიან ფულსა და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად  დაინგრევა!!!
მივიჩნევ, რომ პირიქით, ნიკოლოზმა უნდა გამართოს ბრიფინგი და, როგორც რუსები იტყვიან: расставить все точки над i .
პ.ს.შეიძლება, არც დამეწერა ამხელა პოსტი, მაგრამ თავად მაქვს გამოცდილი 2013-14 წლებში, თუ რა გამანადგურებლად მწარეა პიროვნული და ნალოლიავები კარიერის დანგრევის მუქარის შემცველი გაუთავებელი შანტაჟები და ეს ფსიქოლოგიური შანტაჟები… მერწმუნონ ადამიანის უფლებადამცველები… ნებისმიერ წიხლსა და მუშტზე უფრო დიდი დანაშაულია!!!… ყოველ შემთხვევაში, არანაკლები. ასე რომ, კიდევ გასარკვევია, რომელი მხარეა ჭეშმარიტი ძალადობის მსხვერპლი!!
და თუ ჩემი ტექსტითა და ვარაუდით 360 გრადუსში შევცდები…. არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება!“, – წერს თამარ ივერი.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები