მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ტრანსგენდერ ქალებს საკვები გაუგზავნა
“პარტიზანი მებაღეების” წევრის, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის ინფორმაციით, 27 ტრანსგენდერ ქალს ერთ-ერთმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დახმარება გაუგზავნა.
„ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერ ქალზე!!!
ყველი, მაწონი, სიგარეტი, კარტოფილი ა.შ.
კი. ეკლესიის! ვიწყებ დარიგებას. ტრანსმა გოგოებმა საპასუხოდ ჩვენი გამოყვანილი ვარდები გაუგზავნეს“, – წერს ფერაძე სოციალურ ქსელში და პროდუქტების ფოტოებს აქვეყნებს.
ფერაძე აღნიშნავს, რომ ეკლესია ტრანსგენდერ ქალებს იდენტიფიცირების გარეშე დაეხმარა.