მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გეგმავს – მშენებლებს მეტის მოლოდინი აქვთ

მთავრობა სამშენებლო სექტორის დახმარებას გეგმავს. როგორი იქნება შეთავაზების პაკეტი, დეტალები უცნობია, თუმცა როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, საუბარია იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე. როგორც ითქვა ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობას უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება სურს, ვინაიდან კორონავირუსის გამო ბინების გაყიდვები, ფაქტობრივად, სრულად შეჩერდა.
როგორც კომპანია არსის დირექტორი, ბესო ორთოიძე აცხადებს, დეტალები – როგორ და რა ფორმით აპირებს მთავრობა სანშენებლო სექტორის დახნარებას არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება სამშენებლო სექტორისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
„კარგი ინიციატივაა, დღეს მარტივადაა საკითხი, ვისაც უძრავი ქონების ყიდვა უნდოდა, მილოდინის რეჟიმშია და მოვლენების განვითარებას ელოდება. სესხის სუბსიდირება სწორედ მოლოდინის რეჟიმში მყოფთა კატეგორიაზე აქცენტირებული, რომ დღესვე მიიღონ გადაწყვეტილება და ეს არ გადადონ სამომავლოდ“, – აცხადებს ორთოიძე.
მისი თქმით, იპოთეკის სუბსიდირება, დიდი ალბათობით, გარკვეული ვადებით იქნება შემოფარგლული, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაზეა სუბარი და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ორთოიძე ფიქრობს,რომ დროის მოკლე პერიოდშიც იპოთეკის სუბსიდირება ბაზრის სტიმულირებას, ანუ მოთხოვნის გაზრდას უზრუნველყოფს. ამავდროულად ორთოიძეს მიაჩნია, რომ მარტო სუბსიდირებას ისეთი შედეგი ვერ ექნება რაც ყველას უნდა. ის იმედს იტოვებს, რომ მთავრობას სხვა ინიციატივაც ექნება. ორთოიძე ფიქრობს, რომ საგადასახადო შეღავათი თუ ასეთი იქნება, დიდი ალბათობით, საშემოსავლო ნაწილს შეეხება, რაც სამშენებლო კომპანიებს თანამშრონელთა შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
გავრცელებულ მოსაზრებას, რომ გაყიდვების გასაზრდელად სამშენებლო სექტორმა ჯობს, ფასები შეამციროს და მთავრობის დახმარებას არ დაელოდოს არ ეთანხმება. როგორც ორთოიძე აცხადებს, სამშენებლო სექტორი საკმაოდ დაბალ მოგების მარჟაზე მუშაობს და ფასების დაწევის საშუალება, უბრალოდ, აღარ აქვს. გარდა ამისა, ორთოიძე ფიქრობს, რომ ფასების შემცირება მშენებლობის მომიჯნავე ბიზნესაც დააზიანებს და სამშენებლო სექტორში უცხური ინვესტიციების შემცირების მიზეზიც გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები