კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” ე.წ ცხელების ცენტრში მყოფ პაციენტებს Covid- 19 არ დაუდასტურდათ,- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”კლინიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტებს შორის იყო ორსული ქალბატონი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა.

ცნობისთვის, აღნიშნული ქალბატონი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გუშინ, საღამოს საათებში შეიყვანა. 33 კვირის ორსული ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან 8 წლის შვილთან ერთად, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაბრუნდა. ის გუდაურში, საკარანტინე ზონაში მოათავსეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკის ცხელების ცენტრში გადაიყვანა. პაციენტისათვის ჩატარებულმა კვლევამ ვირუსის არსებობა არ დაადასტურა. ორსული ქალბატონი, ამ დროისათვის,  ბინაზე, თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაეწერა.

შეგახსენებთ, იმერეთში, ბოლო 11 დღის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეგიონის მასშტაბით,  სამი პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები