პროტოპრესვიტერი გიორგი: ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი
“ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი,” – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.
„ბუნებრივია, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ტრადიციების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. წელს პირველად ხდება, რომ პატრიარქის გარეშე ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს, რაც ძალიან დიდ გულისტკივილთანაა დაკავშირებული მთელი ქართველი ერისთვის. მაგრამ ღვთის მადლით, შესრულდა აღსაყდრება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო მესამის და საქართველოს პატრიარქი, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან, მთელ ქართველ ერთან ერთად გააგრძელებს ამ გზას, რაც უკავშირდება ოჯახის სიწმინდის აღნიშვნას იმ ღირსებით, როგორც ეს დამკვიდრებული იყო უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში“, – აღნიშნა მამა გიორგიმ.