ბოჟაძე: საწყენია, რომ ადამიანი, რომელიც 9 წელს საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა ასეთი დაბალი დონის თანამდებობაზეც კი თანხმდება

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ეხმაურება.

„მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის უკრაინელი პოლიტიკოსია. საწყენია, რომ ადამიანი, რომელიც 9 წელს საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა ასეთი დაბალი დონის თანამდებობაზეც კი თანხმდება. უკრაინის პრეზიდენტმა, პოლიტიკურმა ხელმძღვანლობამ გაითვალისწინა საქართველოს პოზიცია და უარი თქვა, აერჩიათ (გაქცეული და მსჯავრდებული პრეზიდენტი) მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით სახე შეუნარჩუნეს და ტექნიკურ თანამდებობაზე დანიშნეს.
რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერებისთვის ეს ვიცეპრემიერობაზე მაღალი თანამდებობაა.
უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ“, – წერს ბოჟაძე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები