“ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გაგრილების სისტემა მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ცენტრისთვის – ე.წ. სასერვეროსთვის შეიძინა”

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია თავის “ფეისბუქის” პირად პოსტში ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ პრეციზიული კონდიციონერების შესყიდვის თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაგრილების სისტემა სამსახურმა მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ცენტრისთვის შეისყიდა.

„დავინტერესდი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მოვიძიე ინფორმაციები და გაირკვა შემდეგი: „ამჟამად, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს დისტანციურად მუშაობისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ დისტანციურად მუშაობისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის, ასევე, ელექტრონული სერვისების სტაბილურად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის საჭირო სერვისების მიწოდების მიზნით, აუცილებელი გახდა ქვეყანაში ერთ-ერთი თანამდეროვე კომპიუტერული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ცენტრისთვის (ე.წ. სასერვერო), აუცილებელი კომპონენტის – არსებული დაზიანებული გაგრილების სისტემის განახლება და გაძლიერება. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში დისტანციურად მუშაობისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის უწყვეტად ფუნქციონირებასა და მოსახლეობა შეუფერხებლად მიიღებს იმ დისტანციურ სერვისებს, რასაც მათ სთავაზობს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ისე ‘ სხვა უწყებები“, – წერს ირაკლი ლატარია.
როგორც მან აღნიშნა, მედიასაშუალებების ერთი ნაწილის მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმაციის გავრცელებაა.
ანალიტიკოსი წერს, რომ, აღნიშნული სამუშაოების ოპერატიულად განხორციელებისთვის, სამსახურის მიერ აღნიშნული შესყიდვა საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სრული დაცვით განხორციელდა და გამარჯვებულ კომპანიასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები