ანრი ოხანაშვილი: რეალურად, უკვე ცხადია, რომ ეს ჯგუფები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ

“ქართული ოცნება” ასრულებს იმ შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით იქნა მიღწეული, შესაბამისად, არანაირი საფუძველი “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტ პარტიებს, რომ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, არ გააჩნიათ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციას მიმართავს.

“ქართული ოცნება” ასრულებს იმ დანაპირებსა და იმ შეთანხმებას, რომლებიც იქნა მიღწეული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით, შესაბამისად, არანაირი საფუძველი “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტ პარტიებს, რომ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, არ გააჩნიათ, თუმცა რეალურად მათ არც არასდროს ჰქონიათ სურვილი, დაეცვათ ეს შეთანხმება. ახლა მიმართავენ დესტრუქციას. იგონებენ მიზეზებს, თითქოს, “ქართული ოცნების” მმართველი გუნდის გამო ისინი არ უჭერენ მხარს ამ შეთანხმებას. რეალურად, უკვე ცხადია, რომ ეს ჯგუფები არ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან მათ ამ განცხადებებს და აანალიზებენ რეალურ სურათს, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები