ვახტანგ ჭარაია: მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯერ ისევ კორონავირუსულ შოკშია, საქართველო უფრო და უფრო მეტად ეკონომიკის ამუშავებისკენ იხრება, რომლის მიღწევის ერთ-ერთი გზა სწორედ ტურიზმზე გადის

“სესხების სუბრისიდირება, ხელფასების სუბსიდირება, გადასახადების ნაწილის გაუქმება და გადავადება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შეთავაზება – ეს არის დარგისთვის მთავრობის მხრიდან ხედვის გაზიარება, თუ რას უპირებს ის ტურიზმს”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის დარგში, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პრემიერმინისტრის მიერ დღეს წარდგენილ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას ეხმიანება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯერ ისევ კორონავირუსულ შოკშია, ცალკეული ქვეყნები და მათ შორის საქართველოც, უფრო და უფრო მეტად ეკონომიკის ამუშავებისკენ იხრებიან, რომლის მიღწევის ერთ-ერთი გზა სწორედ ტურიზმზე გადის.

,,სესხების სუბრისიდირება, ხელფასების სუბსიდირება, გადასახადების ნაწილის გაუქმება და გადავადება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შეთავაზება და კიდევ სხვა სიახლეები, არის დარგისთვის მთავრობის მხრიდან ხედვის გაზიარება, თუ რას უპირებს ის ტურიზმს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის ხედვა, თუ რას აპირებს ის, თავად შესთავაზოს თავის მომხმარებელს: რამდენად იქნება დაცული მისი უსაფრთხოება, რამდენად ბიუჯეტური იქნება ფასები, რამდენად შეძლებენ ისინი კლიენტებისთვის ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდებას. ფაქტია, რომ ბიზნესმა უკვე იცის, რისი იმედი შეიძლება, მას ჰქონდეს მთავრობისგან. ამ ნაბიჯის დროული გადადგმა კი ინდუსტრიას ადგილობრივი და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მისცემს. დანარჩენს კი დრო დაგვანახებს და იმედია, საქართველო ისევ იქნება ტურიზმის ადგილობრივ და საერთაშორისო რადარებზე. გზა რთული და გრძელი იქნება, არც რაიმე კონკრეტული ხელწამოსაჭიდი გათვლების გაკეთებაა ამ ეტაპზე შესაძლებელი, თუმცა ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება“, – წერს ვახტანგ ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები