“Facebook-მა საქართველოში “სპუტნიკის” ქსელიც გააუქმა” – მიხეილ ბენიძე
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, „ფეისბუქმა“ საქართველოში “სპუტნიკის” ქსელიც გააუქმა.
„დილა დაიწყო “ფეისბუქთან” მორიგი ვიდეოქოლით. წუხელ გასაჯაროებულ ინფორმაციასთან ერთად, ორი მნიშვნელოვანი ამბავი არის შემდეგი:
დაგვიდასტურეს, რომ “ნიუს-ფრონტის” ქართულ ანგარიშებთან ერთად “ფეისბუქმა”, ასევე, გააუქმა “სპუტნიკის” ქსელი საქართველოში, რომელზეც 1 თვის წინ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ “სპუტნიკის” მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები..) მაგრამ მაშინ წაშლას გადაურჩა.
ნელ-ნელა კიდევ უფრო გაუმჯობესდება მათი შესაძლებლობა, რომ უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ და ოპერატიულად გააუქმონ ქსელები, რადგან რაც მეტ ქართულ ქსელს გამოავლენენ, მით მეტად შეძლებს მათი ალგორითმი და ავტომატიზებული მექანიზმები, რომ ამ გამოცდილებაზე “ისწავლოს” და დროულად დაიჭირონ ახალი არაავთენტური ოპერაციები“, – წერს მიხეილ ბენიძე „ფეისბუქში“.