რეკომენდებულია თუ არა ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება – ინფექციონისტის განმარტება

რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება, – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აკეთებს.

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ბოლო რეკომენდაციის თანახმად, თავშეყრის ადგილებში (განსაკუთრებით მაღაზიებსა და აფთიაქებში) უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებსა და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ. ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის ნათქვამი ქსოვილისგან დამზადებული პირბადეების შესახებ. ამის მიზეზებია:
– ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე – მოზრდილებს
– ბავშვს, სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში, თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება, მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს
– ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია.
ამიტომ, რამდენიმე ექიმმა სოციალური მედიით გააპროტესტა “ამაზონზე” განთავსებული, 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა პირბადეების რეკლამა.
ვრცელდება რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია მცირე ასაკის ბავშვებისათვის:
– ეტლით გასეირნებისას სასურველია, ეტლს გადავაფაროთ
(ეს რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად);
– მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას;
– გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ დაბანოს ბავშვს“, – წერს ბუწაშვილი „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები