ხულოს მუნიციპალიტეტში საჭიროების მქონე ოჯახებზე სასურსათო პროდუქტების გადაცემა გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტში, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კერძო კომპანიების მიერ საჭიროების მქონე ოჯახებზე სასურსათო პროდუქტების გადაცემა გრძელდება.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მორიგი კამპანიის ფარგლებში, შპს ,,მშენებელი 7 “-მა (რამაზ იაკობაძე და რუსლან გელაძე) 20 ოჯახისათვის პირველადი მოხმარების სასურსათო კალათა მოამზადა.
“სასურსათო პროდუქტები მერის მოადგილე ასლან შაინიძემ და შპს ,,მშენებელი 7“-ის, დირექტორმა რამაზ იაკობაძემ ბენეფიციარებს პირადად მიუტანეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.