ირაკლი ხახუბიას ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, ფოთში 300-ზე მეტ ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა

ფოთში, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში, 300 -ზე მეტ ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა.

აღნიშნული დახმარება ფოთში მცხოვრებმა სმენადაქვეითებულებმა, უსინათლოებმა და დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა მიიღეს. ბოლო ათი დღის განმავლობაში, ირაკლი ხახუბიას ბიურის ორგანიზებით, სასურსათო პაკეტი 2600-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.

საქართველოს პარლამენტი წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარი გადარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები