ხულოში პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების გადაცემა გრძელდება

სოციალური კამპანიის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების გადაცემა გრძელდება.  20 ოჯახს სასურსათო კალათი ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა.

“სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დახმარებით, ხულოში 20 ოჯახს სასურსათო კალათა გადავეცით. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხულოში სოციალური კამპანია წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ, ეტაპობრივად, ყველა იმ ოჯახში მივალთ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ამ ეტაპზე, დახმარება ხულოში მცხოვრებ 1800-ზე მეტ საჭიროებისმქონე ოჯახს გაეწია“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები