დავით მათიკაშვილი: საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დავუჭერთ

“რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დავუჭერთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორიც იქნება ადეკვატური მოცემულობა რეალურ ცხოვრებაში.

“პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს უმრავლესობასა და ხელისუფლებას, სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორიც იქნება ადეკვატური მოცემულობა რეალურ ცხოვრებაში. ანუ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლების ქმედებები არის ზუსტი და სწორი. ასე რომ, ოპოზიცია თავისი დღის წესრიგით მოქმედებს ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ დღის წესრიგში მხოლოდ მათი პარტიული სუბიექტური ინტერესებია – განსაკუთრებით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტ პარტიებს ვგულისხმობ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები