წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა და პანდემიის პირობებში რეკომენდაციების და წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ფარცხანაყანევის ,კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში, სადაც საკვები პროდუქტები მივუტანეთ იმ ადამიანებს, ვისაც 38 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი 150-მდე ადამიანია. ასევე, ფარცხანაყანევში პროდუქტები გადაეცათ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. გარდა ამისა, გასული დღეების განმავლობაში პროდუქტები დაურიგდათ როგორც 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს, ასევე, შშმ ბავშვებს, დედ-მამით ობოლ მოზარდებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებს”, – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში თერმოსკრინინგი უკვე 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 56 პირი იმყოფება, ორი კი კარანტინში გადაიყვანეს.

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე, დაეხმარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები