ჭიათურის მერია სხვადასხვა სტატუსის მქონე პირების დახმარებას აგრძელებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან ერთად, თბილისისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ეწვია, პირველადი მოხმარების სურსათი გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

“ჩვენ უკვე დავეხმარეთ 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ადამიანებს. სასურსათო ამანათები მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა. საკვები პროდუქტები გადაეცათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. თანადგომის აქცია გრძელდება. ამ ეტაპისთვის, 3200 სასაჩუქრე პაკეტია შეძენილი და ეტაპობრივად ურიგდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტები მერის წარმომადგენლებს და მოხალისეებს სახლებში მიაქვთ”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე დაეხმარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები