აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს “ფეისბუქგვერდზეა” განთავსებული.

„ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი დოლარი გამოყო“, – აცხადებს საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები