უკიდურესად გაჭირვებულ 1000 ოჯახს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სასურსათო პაკეტი გადაეცემა

დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოციალური ღონისძიება ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000 ბენეფიციარს ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი გადაეცემა, რისთვისაც მერიის სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს საკვებ პროდუქტებს ბინაზე მიუტანენ.

“სურსათის დარიგების პროცესში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე და  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეებთან ერთად  ჩაერთნენ. მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალური აქტივობები რეგულარულად ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს 1 თვის სასურსათო მარაგი დაურიგდა. სასურსათო პაკეტები გადაეცა შატილისა და არხოტის ხეობებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახსაც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები