ზესტაფონის მერიის სოციალური კამპანია გრძელდება

ზესტაფონის მერიის სოციალური კამპანია, რომელიც 29 მარტიდან დაიწყო, გრძელდება. სოციალური აქციის ფარგლებში, სასურსათო ამანათებს, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახები იღებენ.

სასურსათო პროდუქტები ამჯერად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ. ამანათები 18 წლამდე შშმ პირებმაც მიიღეს.

ზესტაფონის მერიასთან ერთად, 18 წლამდე შშმ პირებს საჩუქარი “ბიბლუსის” ქსელმაც გაუკეთა და ისინი ფერადი ფანქრებით, სახატავი რვეულებით და წიგნებით დაასაჩუქრა.

სასურსათო ამანათების დარიგებაში მონაწილეობას იღებდნენ ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე.

სოციალური კამპანიის ფარგლებში, ზესტაფონის მერია, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 1200 – მდე ოჯახის დახმარებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები