ფეხბურთის ფედერაციამ ხობის “კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელებისთვის კვების პროდუქტების პაკეტი გააგზავნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული, ხობის „კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელებისთვის გადასაცემად პირველადი მოხმარების კვების პროდუქტების პაკეტი გააგზავნა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი ვეტერან ფეხბურთელებს, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ  “კოლხეთის“ დირექტორმა ბორის ბერაიამ გადასცეს.

“ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვეტერანი ფეხბურთელების თანადგომისთვის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები