თელავის მერიამ ივანე დემურაშვილს, რომელიც პოლიციამ ბზის გაყიდვის გამო დააჯარიმა, სოციალური პაკეტი გადასცა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ივანე დემურაშვილს, რომელიც პოლიციამ ბზის გაყიდვის გამო დააჯარიმა, სოციალური პაკეტი გადასცა.
პირველადი მოხმარების პროდუქტი : ზეთი, ბურღულეული და კარტოფილი მას სახლში მერიის თანამშრომლებმა მიუტანეს.
ივანე დემურაშვილი, ოფიციალური ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული რეგულაციების დროს დააჯარიმეს, როცა პოლიციის მოწოდებას ბზის გაყიდვის შეწყვეტის თაობაზე არ დაემორჩილა. სამართალდამცავებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და მას 3 000 ჯარიმა დაუწერეს.