ჭიათურაში 250 მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცემა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობას აგრძელებს. ამჯერად, საკვები პროდუქტები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 250 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პირველადი მოხმარების სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობა ჭიათურის მერმა – გივი მოდებაძემ მერის პირველ მოადგილესთან – გიორგი ბიწაძესა და სოციალური სამსახურის უფროსთან – იოანე ვაშაძესთან ერთად მიიღო.

“მსგავსი ტიპის აქციებს ადგილობრივი თვითმმართველობა პერმანენტულად ახორციელებს. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობის ის კატეგორია, რომლებიც ამ ურთულეს პერიოდში ხელისუფლების დახმარებას საჭიროებენ. მადლობას ვუხდით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციას – “ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც თანადგომის აქციებში დიდ დახმარებას გვიწევს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები